ოდესის გუბერნატორი მიხელ სააკაშვილი პირად დაცვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ში საკუთარ გვერდზე დაწერა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამიერიდან ყველგან დაცვის გარეშე გადაადგილდება.
„ბოლო მოვლენების, განცხადებების ფონზე, ასევე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რომელსაც ვფლობ, უკრაინის უსაფრთხოების საბჭოში ოფიციალური წერილი გავაგზავნე, რომელშიც მათ მიერ გამოყოფილ დაცვაზე უარს ვაცხადებ. არავისი და არაფრის არ მეშინია, და ამიერიდან ოდესაში და ზოგადად ქვეყანაში დაცვის გარეშე ვივლი“,-წერს პოლიტიკოსი.
„ბოლო მოვლენებში“, როგოც ჩანს, გუბერნატორი მედიით ტირაჟირებულ ინფორმაციას გულისმხმობს,რომლის თანახმად, მან უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანი მიაყენა, როდესაც ბატალიონ „შტორმში“ სტუმრობის ამსახველი ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში განათავსა,-წერს BBC.
ამასთან, სააკაშვილმა „ალფას“ დანაყოფის წევრებს მადლობა გადაუხადა, რადგან მათ მისი დაძაბული განრიგი კაგად ესმოდათ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
The post მიხეილ სააკაშვილმა პირად დაცვაზე უარი განაცხადა appeared first on InfoLab.