ბოსნია და ჰერცოგოვინამ ევროკავშირს გაწევრიანების შესახებ განცხადებით ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ Independent-ის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
ფედერიკა მოგერინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა ახლა ოფიციალური სარაევოს განცხადებას განიხილავს.
ამასთან, მოგერინის თქმით, სასიამოვნოა, რომ ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებს აქვთ ევროპულ ბლოკში შესვლის და თავიანთი საზოგადოების, ინსტიტუტების და ეკონომიკების განვითარების სურვილი.
The post ბოსნია და ჰერცოგოვინამ ევროკავშირს გაწევრიანების შესახებ განცხადებით ოფიციალურად მიმართა appeared first on InfoLab.