Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

1990 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 2 297 ჟურნალისტი დაიღუპა

$
0
0

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 1990 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 2 297 ჟურნალისტი დაიღუპა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყანას ერაყი წარმოადგენს, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მედიასაშუალბების 309 თანამშრომელი მოკლეს.

მეორე ადგილზეა ფილიპინები სადაც 146, მესამეზე კი – მექსიკა რომელშიც 120 ჟურნალისტია მოკლული.

ამასთან, პირველ ხუთეულში რუსეთიც მოხვდა, სადაც 1990 წლის შემდეგ 109 ჟურნალისტი დაიღუპა.

ყველაზე საშიში ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ ალჟირი, ინდოეთი, სომალი, სირია და ბრაზილია.

გარდა ამისა ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი საფრანგეთში, ერაყსა და იემენში დაიღუპა, აქედან საფრანგეთში დაღუპული ყველა ჟურნალისტი სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოს” თანამშრომელი იყო.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ყველაზე ხშირად ჟურნალისტების დაღუპვის მიზეზი გატაცება, ტერაქტები ან შეიარაღებული კონფლიქტები ხდება. თუმცა გამოძიება ტარდება მხოლოდ ყოველ მეათე შემთხვევაში.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მსოფლიოში 112 ჟურნალისტი დაიღუპა.

The post 1990 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 2 297 ჟურნალისტი დაიღუპა appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles