ბრიუსელის ტერატქებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.ამის შესახებ express.co. ჯიჰადისტების განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში, დღეს მომხდარ 4 აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 136-მდე. შეგახსენებთ, დღეს დილით, ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელის ვანეტამის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რასაც 13ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 81 -მდე. აეროპორტის აფეთქებებიდან, რამდენიმე წუთში, აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე მეტროსადგურებში “შუმანსა” და “მაალბეკში” მოხდა. მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 70- მდე, მათგან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია.აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურ „შუმანის მოედანთან “ევროკავშირის ინსტიტურებია განლაგებულია, მაალბეკი კი იმ უბანში მდებარეობს, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ და სადაც, რამდენიმე დღის წინ პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი დააკავეს. ბრიუსელში საფრთხის უმაღლესი- მე-4 დონეა გამოცხადებული.
The post ბრიუსელის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო appeared first on InfoLab.