Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

„ჩვენ მეტნი ვართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, გეშინოდეთ!“ –მუქარა ისლამურ სახელმწოფოს

$
0
0

ანონიმუსი ახალ ვიდეოს ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჰაკერების ჯგუფი „საპასუხო იერიშს მიიტანს“ „ისლამურ სახელმწიფოზე“ და შურს იძიებს ბრიუსელის ტერაქტების გამო.

ანონიმუსმა მსგავსი ვიდეო მას შემდეგაც გაავრცელა, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ პარიზში ტერაქტები მოაწყო, რასაც 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ვიდეო მიმართვაში ჯგუფმა ომი გამოაცხადა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და გააფრთხილა იგი „მრავალი კიბერ-შეტევის“ შესახებ.

ვიდეოში, რომელიც გუშინ გავრცელდა, ნიღბიანი მამაკაცი აცხადებს , რომ „ჩვენს თავისუფლებას კვლავ თავს დაესხნენ“.

„ჩვენ ვერ დავმშვიდდებით მაშინ, როცა ტერორისტები მათ ქმედებებს მთელ მსოფლიოში განაგრძობენ. ჩვენ საპასუხო იერიშს მივიტანთ მათზე. ჩვენ შევუტევთ მათ ვებ-გვერდებს, ტვიტერის ექაუნთს. ჩვენ ვიცავთ თავისუფლების უფლებას. ვაცხადებთ მათ გასაგონად: ჩვენ გიპოვით, ჩვენ ყველგან ვართ და ჩვენ მეტნი ვართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, გეშინოდეთ!“, – ამბობს ნიღბიანი მამაკაცი ვიდეო-მიმართვაში.

ვიდეომიმართვაში სრულიად ევროპის მოსახლეობას დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებენ:

„თუ თქვენ დგეხართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ თქვენს ქვეყანაში, თქვენ ამით გაცილებით დააზიანებთ. „ისლამური სახელმწიფო“ თავის წრეში ვერ გადაიბირებს მუსულმან მოსახლეობას, თუ მათ თქვენს საზოგადოებაში ადაპტაციის საშუალებას მისცემთ“, – ნათქვამია მიმართვაში.

The post „ჩვენ მეტნი ვართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, გეშინოდეთ!“ – მუქარა ისლამურ სახელმწოფოს appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles