Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

თალიბანის ლიდერი ლიკვიდირებულია

$
0
0

მანსური

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პიტერ კუკის განცხადებით: პაკისტან-ავღანეთის საზღვრის რაიონში, უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა სარაკეტო დარტყმა ავტომობილზე, რომელშიც დაზვერვის მონაცემებით თალიბანის ლიდერი მოლა ახთარ მანსური (Mullah Akhtar Mansou) იმყოფებოდა. საჰაერო დარტყმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას უშუალო დასტურის შემდეგ განხორციელდა.

პენტაგონში უტყუარი სამხილების მოპოვებამდე არ ჩქარობენ ლიკვიდაციის ოფიციალურად დადასტურებას. მანსურის სიკვდილის შესახებ ცნობები გასული წელს, პაკისტანის ქალაქ კვეტაში, თალიბანის დაჯგუფებების ლიდერებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგაც გავრცელდა, თუმცა ამჯერად ამერიკელი სამხედროები დარწმუნებულნი არიან ოპერაციის წარმატებაში.

მოლა ახთარ მანსური თალიბანის მოძრაობის ლიდერად, გასული წლის 29 ივლისს გავრცელებული მოლა ომარის სიკვდილის ცნობის შემდგომ იქნა არჩეული. მისი ლიდერობა მიუღებელი აღმოჩნდა მოძრაობის რამდენიმე დაჯგუფებისათვის, რასაც მოძრაობის შიგნით წინააღმდეგობის კერების გაჩენა მოყვა. ანალიტიკოსების განცხადებით, მანსურის ლიკვიდაცია თალიბანის აქტიურ მოქმედებებს ავღანეთში გარკვეული პერიოდით ჩააქრობს, სანამ არ მოხდება განხეთქილების აღმოფხვრა და ახალი ლიდერის არჩევა.

The post თალიბანის ლიდერი ლიკვიდირებულია appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles