გერმანიის ბუნდესტაგი განიხილავს რეზოლუციას, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასიური მკვლელობების, გენოციდად აღიარების შესახებ.
აღნიშნულ ფაქტს, „მეგობრობის გამოცდა“ უწოდა თურქეთის პერმიერ მინისტრმა ბინალ ილდირიმმა (Binali Yildirim). „ზოგიერთი ქვეყანა, რომლებსაც მეგობრებად ვთვლით, ცდილობენ საკუთარი მოქალაქეების ყურადღება გადაიტანონ სხვა საკითხებზე, როდესაც შიდა პრობლემები აქვთ. ეს რეზოლუცია სწორედ ამის მაგალითია“ – განაცხადა ბინალმა.
თურქეთი კატეგორიული წინააღმდეგია აღნიშნული მოვლენების გენოციდად მოხსენიების. ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ პირველი მსოფლიო ომისა და ოსმალეთის იმპერიის რღვევის პერიოდში, სომხების გარდა, სხვა ათობით ადამიანიც დაიღუპა, მათ შორის ეთნიკური თუქრი და ეს არ ყოფილა რომელიმე ერთი ერის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმდედებები.
გერმანიაში 3.5 მილიონი თურქი მოქალაქეა, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ გერმანიის ეკონომიკაში, მათი ინტერსების უგულებელყოფა, კარგ შედეგებს არ მოუტანს გერმანიას იუწყება თურქეთი.
გერმანიის ბუნდესტაგის გადაწყეტილება, სომხების გენოციდის რეზოლუციის მიღების შესახებ, მაშინ როდესაც ევროკავშირს, მათ შორის გერმანიასაც სჭირდება თურქეთის დახმარება სირიელი ლტოლვილების შეკავებისთვის, ერთობ უცნაურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.
სომხების მიზამიმართული მასიური მკვლელობების გენოციდად აღიარება, 20 მეტმა სახელმწიფომ მოახდინა, მათ შორის საფრანგეთმა და რუსეთმა, აგრეთვე რომის პაპმა ფრანცისკემ.
ბუნდესტაგში რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან, როგორც ცნობილია კანცლერი მერკელი კენჭისყრას არ დაესწრება. მისი ქრისტიან დემოკრატიული პარტია (CDU), მასთან კოლაიციაში შემავალი სოციალ-დემოკრატები(SPD) და მწვანეები (the Greens) რეზოლუციას მხარს უჭერენ.
The post გერმანია სომხების გენოციდს აღიარებს?! appeared first on InfoLab.