აშშ-ში, შტატ ლუიზიანას დედაქალაქ ბეტონ რუჟში (Baton Rouge), პოლიციის მთავარი განყოფილების მახლობლად, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს. თავდასხმა დილი განხორციელდა. დაიღუპა სამი და მძიმედ დაიჭრა ოთხი პოლიციელი, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. ორ ეჭვმიტანილს სამართალდამცველები ეძებენ.
ბეტონ-რუჟში დაძაბული ატმოსფეროა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა შეუიარაღებელი აფროამერიკელი ალტონ სერლინგი მოკლეს, ქალაქში ვითარება დაიძაბა. პოლიციელებზე თავდასხმაც ამ მოვლენებს უკავშირდება.
The post თავდასხმა პოლიციაზე, მოკლულია სამი სამართალდამცავი appeared first on InfoLab.