სამხრეთ კორეის შეირაღებული ძალების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით, ჩრდილო კორეამ ხვანხეს პროვინციის ჩრდილოეთ რაიონიდან მოახდინა სკადის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გაშვება. რაკეტების ფრენის მანძილმა 600 კმ.მდე შეადგინა. სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს და მზად არიან შესაბამისი რეაგირებისათვის.
ორი ბალისტიკური რაკეტის გაშვება ჩრდილო კორეამ 22 ივნისს განახორციელა, ხოლო 9 ივლისს წყალქვეშა ნავიდან მოახდინა რაკეტის გაშვება.
The post ჩრდილო კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა appeared first on InfoLab.