ციმბრიში (რუსეთის ფედერაცია), ბოლო 75 წლის განმავლობაში პირველად, იამალი-ნენიოციეს ავტონომიურ ოლქში ციმბირის წყლულის (ჯილეხის) ეპიდემია იფეთქა. დაავადებულია ოცზე მეტი ადგილობრივი, მათი დიდი ნაწილი ბავშვები არიან. სამწუხაროდ დაავადებული ერთი მცირე წლოვანის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეპიდემიის აფეთქება გამოიწვია ციმბირული ირმების მასიურმა დაავადებამ. ჯილეხით იამალის ნახევარ კუნძულზე 2 300 მეტი ირემი დაიღუპა.
ხელისუფლების განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება მობილიებულია, რეგიონში შეტანილ იქნა ციმბირის წყულის საწინააღმდეგო ვაქცინა და პრეპარატები. პირველ რიგში მოხდება ე.წ. „სუფთა ზონის“ მოსახლეობის ვაქცინაცია-შემოწმება, შემდეგ კი, დაავადებული ცხოველების გავრცელების არეალში მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციას და შემოწმებას მოახდენენ.
ციმბირის წყლულის დიაგნოზით, კლინიკებს რეგიონის 90 მეტმა მოსახლემ მიმართა, თუმცა მათი აბსოლუტური უმეტესობა დაავადების მატარებელი არ აღმოჩნდა.
ციმბირის წყლული, ანუ ჯილეხი, ანუ ანტრაქსი, ხუზარა – ცხოველებისა და ადამიანების მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჯილეხის ბაცილა (Bacillus antracis). ადამიანის გადაედება, დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით, ზოგჯერ კი ასეთი ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადების გადატანაში გარკვეული როლი მიუძღვით მექანიკურ გადამტანებს, კერძოდ, სისხლსმწოველ მწერებს. დაავადება სიცოცხლისათვის საშიშია, მისით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი მაღალია. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს დაავადების ანთრაქსის ფილტვის ფორმა, რომელიც გულსისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაზიანების გამო, ხშირად სიკვდილით მთავრდება. რაც შეეხება ანთრაქსის კანის ფორმას ის ნაკლები ლეტალობით ხასიათდება ფილტვის ფორმისგან შედარებით.
იამალში ციმბირის წყლულის ეპიდემიის გავრცელება გამოიწვია ირმების ჯოგების მოძრაობამ, სეზონურ დათბობასთან ერთად ირმის ჯოგები საკვების მოსაპოვებლად აქტიურ გადაადგილებებს აწარმოებენ დიდ მანძილზე. როგორც ჩანს რომელიმე მათგანი დაავადებით დაღუპულ შინაურ ცხოველს გადააწყდა, დაავადდა და შემდეგ ერთმანეთი დაავადეს.
The post ციმბირის წყლულის (ჯილეხი) ეპიდემიამ იფეთქა ციმბირში appeared first on InfoLab.