კანავერალის კონცხზე, აეროკოსმოსური სააგენტო Space X -ის რაკეტმზიდი Falcon 9 სატესტო რეჟიმში მუშაობისას აფეთქდა. აფეთქების შედეგადა არავინ დაშავებულა, გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.
Falcon 9-ს დედამიწის ორბიტაზე, Facebook-ის მიერ, ისრაელში აწყობილი სატელიტური თანამგზავრი AMOS-6 უნდა გაეყვანა. აღნიშნული სატელიტი, Facebook-ის internet.org პროგრამის ნაწილი გახლდათ. აღნიშნული პროგრამა მიმართულია ინტერნეტის მსოფლიოს ყველა კუთხეში გავრცელებისაკენ. სატელიტ AMOS-6-სს აფრიკაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთი რეგიონების ინტერნეტ-ქსელით დაფარვა უნდა განეხორციელებინა. პროექტის ღირებულება 200 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენდა. რაკეტმზიდის აფეთქებისას სატელიტი დაიმსხვრა.
აღნიშნულ შემთხვევას მარკ ცუკერბერგი (Mark Zuckerberg) Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა
T
The post FACEBOOK-ის 200 მლნ. $ სატელიტური თანამგზავრი განადგურებულია appeared first on InfoLab.