Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

ტერორისტმა ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს სასამართლოში უჩივლა

$
0
0

რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ ბოევიკმა ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს სასამართლოში უჩივლა, წერს The Times.

„თალიბანის“ კომანდირის სერდარ მოჰამედის განცხადებით, ბრიტანელ სამხედროებს ტერაქტების მოწყობაში ბრალდებული, უკანონოდ 106 დღის განმავლობაში ყავდათ დაკავებული.

საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად კი, სამართალდამცავ ორგანოებს ტერაქტებში ეჭვმიტანილების დაკავება საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, მხოლოდ 96 საათის განმავლობაში  შეუძლიათ.

„მოსაზრება იმის შესახებ, რომ საშიში ტერორისტის დაკავება რამდენიმე საათზე მეტ ხანს არ შეიძლება, სასაცილოა“,-განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პენი მორდაუნტმა.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მოჰამედის სიმართლეს აღიარება, მსოფლიოსთვის საშიშ პრეცედენტად შეიძლება იქცეს, რადგან ტერაქტების მოწყობაში ბრალდებული  ადამამიანები  კანონის მანიპულირებას მოახერხებენ.

 

 

 

The post ტერორისტმა ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს სასამართლოში უჩივლა appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles