უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს განცხადებით, 2015 წელთან შედარებით, უკრაინაში „ღია ომის“ საშიშროება გაზრდილია.
ამის შესახებ პოროშენკომ გერმანულ გაზეთ Bild-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე 8 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება, რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ბაზებს ქმნის და წვრთნებს ატარებს.
„რუსეთი სამხედრო ინფრასტრუქტურაში დიდ ინვესტიციას ახორციელებს, ჩვენ კი ამ დროს არაფერს გვიხსნიან“,-განაცხადა პოროშენკომ.
გარდა ამისა, უკრაინის პირველმა პირმა, რუსეთს მინსკის შეთანხმებებისა და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გაზრდაში ადანაშაულებს.
პეტრე პოროშენკო მომხრეა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთის წინააღდმეგ დაწესებული სანქციები არ მოხსნან. მისი თქმით, რუსეთს ევროპის დესტაბილიზაცია და „ევროკავშირის წევრი-ქვეყნების გახლეჩა“ უნდა.
„ყველაფერი რაც მსოფლიოში ხდება, ასე თუ ისე, რუსეთის აგრესიას უკავშირდება“,-აღნიშნა პოროშენკომ.
The post უკრაინაში „ღია ომის“ საშიშროება გაზრდილია – პეტრე პოროშენკო appeared first on InfoLab.