თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, სირიის მოვლენების შეფასებისას, რუსი კოლეგა სირიის ოკუპაციაში დაადანაშაულა.
სირიაში რუსეთის სამთავრობო საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ ალეპოში, ამბოხებულთა პოზიციების გარღვევის შეფასებისას, თურქეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს მიმართა.
„რას აკეთებთ თქვენ სირიაში? თქვენ მოწოდებით ოკუპანტი ხართ“, – მიმართა ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს.
ამის შესახებ ერდოღანმა თურქული გაზეთი „Hurriyet“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემასთან ინტერვიუში ერდოღანმა სირიელ ქურთებთან კავშირისთვის ამერიკელებიც გააკრიტიკა.
თურქეთის ლიდერმა უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირადი წარმომადგენლის ბრეტა მაკგრაკის სირიის ქალაქ ქობანში ვიზიტის გამო.
„ჩვენ როგორ შევძლებთ თქვენ გენდოთ? ვინ არის თქვენი პარტნიორი – მე, თუ ეს ტერორისტები ქობანიდან“, – მიმართა თურქეთის მეთაურმა ამერიკელებს.
პრეზიდენტ ერდოღანის აღნიშნულ მიმართვას წინ თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაცია უძღოდა, რომლის თანახმადაც, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საზღვრის დაარღვია.
ინციდენტის შემდეგ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს სასწრაფო შეხვედრა სთხოვა, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა არ იგეგმება.
The post ერდოღანი-პუტინს:თქვენ მოწოდებით ოკუპანტი ხართ appeared first on InfoLab.