სირიაში, ალეპოს რეგიონში ასადის არმია და რუსული ავიაცია იერიშებს განაგრძობს. გავრცელებული ცნობით, მშვიდობიან მოსახლეობაში გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.
ბოლო შეტევა მეამბოხეებმა ალეპოს ჩრდილოეთით განახორციელეს.
შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს, სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
The post სირიაში რუსეთის საავიაციო იერიშს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება appeared first on InfoLab.