მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობა “ცივი ომის” პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს.
“ნატოს პოლიტიკური ხაზი რუსეთთან მიმართებაში ისევ არამეგობრული და დახურულია. უფრო ხისტადაც ვიტყვი, ჩვენ ახალი ცივი ომის დროში ვართ. თითქმის ყოველდღე აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე საშიში საფრთხე, ხან ნატოსთვის, ხან ცალკე ევროპისთვის, ხან ამერიკისთვის და სხვა ქვეყნებისთვის. იღებენ საშინელ ფილმებს სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ზოგჯერ ვფიქრობ, დღეს 2016 წელია თუ 1962. ერთიანი დიდი ევროპა როგორც არ არსებობდა , ისე არ არსებობს. დაიძაბა კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკაში. არსებობს საემიგრაციო კოლაფსი. რუსეთისა და ვეროკავშირის ურთიერთობა გაფუჭდა. უკრაინაში კი სამოქალაქო ომია. დიახ, გლობალური უსაფრთხოების სისტემაში არსებობს გარკვეული პრობლემები. მაგრამ ნუთუ საჭიროა კიდევ ერთი მესამე მსოფლიო ომი იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რამდენად საჭიროა თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია?!” – განაცხადა მედვედევმა.
The post „ნატო-რუსეთის ურთიერთობა “ცივი ომის” პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს“ – მედვედევი appeared first on InfoLab.