Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

“ალიანსის ქმედება თავდაცვითია და ის პროპორციულია რუსეთის ნაბიჯისა”– NATO–ს პასუხი მედვედევს

$
0
0

ნატო-ს არ სურს ახალი ცივი ომის წამოწყება – ასე უპასუხა ჩრდილოატლანტკური ალიანსის გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა რუსეთის პრემიმერის დიმიტირ მედვედევის განცხადებას მისი მაღალი რანგის სამხედრო მეთაურმა განაცხადა. ,,დიმიტრი მედვედევმა გამოთქვა თავისი მოსაზრება. რაც დღეს ხდება, ჩვენ მას არ მივიჩნევთ, როგორც ცივ ომს და არც არავის სურს ნატო-ში, რომ დაბრუნდეს ცივი ომის პირობებში“ – აღნიშნა ბრიდლავმა ჟურნალისტებთან.

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ნატოს დამიკიდებულება რუსეთთან მტრულია და ,,ჩვენ ახალი ცივი ომისკენ მივექანებით“.

აშშ-ს სამხედრო ძალების მეთაური ევროპაში აღნიშნავს, რომ ალიანსის ქმედებები თავდაცვითი ხასიათისაა და ის პირდაპირპროპორციულია რუსეთის ქმედებებისა. ,,ეს სახელმწიფო აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ მას არ სურს იყოს ჩვენი პარტნიორი“. გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ – “ალიანსის ქმედება თავდაცვითია და ის პროპორციულია რუსეთის ნაბიჯისა”. ბრიდლავის თქმით, ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთი ცდილობდა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას, თუმცა მოსკოვმა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შესაცვლელად ძალა გამოიყენა და ნათლად აჩვენა, რომ პარტნიორობა არ სურს.

The post “ალიანსის ქმედება თავდაცვითია და ის პროპორციულია რუსეთის ნაბიჯისა” – NATO–ს პასუხი მედვედევს appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles