Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

ანკარას ტერაქტიდან მეორე დღეს თურქეთში მორიგი აფეთქება მოხდა

$
0
0

ანკარის ტერაქტიდან მეორე დღეს თურქეთში მორიგი აფეთქება მოხდა. როგორც თურქული მედია იტყობინება, აფეთქება დღეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო კოლონის გზაზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, არის მსხვერპლიც, თუმცა ოფიციალური მონაცემები უცნობია.

შეგახსენებთ, ანკარაში ტერაქტი გუშინ მოხდა, რომელსაც 28 ადამიანი ემსხვერპლა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც სამხედროებით სავსე ავტობუსი შუქნიშანზე გაჩერდა. სავარაუდოდ, ბომბი შუქნიშანთან მდგარ ავტომობილში იყო დამონტაჟებული.

შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

The post ანკარას ტერაქტიდან მეორე დღეს თურქეთში მორიგი აფეთქება მოხდა appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles