Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

თურქეთის ტერაქტი ქურთთა პარტიის წევრმა მოაწყო –ტერორისტული აქტის დეტალები

$
0
0

თურქული მედიის ინფორმაციით დადგენილია იმ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა, რომელმაც გუშინ ანკარაში აფეთქება მოაწყო, რამაც 28 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვინაობის დადგენა თითის ანაბეჭდით მოხდა. როგორც თურქული მედია წერს ის სირიელი სალიჰ ნეჯარია, რომელიც ქურთთა პარტია „დემოკრატიული კავშირის“ PYD-ის წევრია, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

სამართალდამცავებმა ასევე დაადგინეს, რომ მანქანა Grand Cherokee, რომელიც აფეთქდა, მოპარული იყო ქალაქ იზმირიდან და იყენებდა ყალბ ნომერს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ თვითმკვლელს თანამზრახველიც ყავდა, რომელიც აფეთქების დროს მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს დანაღმული ავტომობილი თურქეთის დედაქალაქში ადგილობრივი დროით 18:31-ზე აფეთქდა. აფეთქება პარლამენტის და გენშტაბის შენობებიდან არც თუ ისე შორს მოხდა. ტერაქტი მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილების კოლონა, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა შუქნიშანის წითელ შუქზე გაჩერდა. ბოლო ცნობებით დაღუპულია 28 და დაჭრილია 61 ადამიანი.

The post თურქეთის ტერაქტი ქურთთა პარტიის წევრმა მოაწყო – ტერორისტული აქტის დეტალები appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles