Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

,,პროვოკაციას ჩვენმა არმიამ სათანადოდ უპასუხა და მტერს მძიმე დარტყმები მიაყენა“ –ალიევი

$
0
0

ადგილობრივი ტელევიზიების საშუალებებით გავრცელდა ილჰამ ალიევის განცხადება, გაკეთებული უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ალიევმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანული არმიის პოზიციებზე განხორციელდა სომხური შენაერთების შეტევა.

,,შეიარაღებული პოვოკაციის შედეგად, ჩვენ გვყავს მსხვერპლი როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს შორის“ – განაცხადა ალიევმა.

მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძირა, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის პირველი პროვოკაცი აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული.

,,პროვოკაციას ჩვენმა არმიამ სათანადოდ უპასუხა და მტერს მძიმე დარტყმები მიაყენა. შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ მოწინააღმდეგე შოკირებულია მიყენებული დარტყმის შედეგად. ჩვენმა სამხედრო დანაყოფებმა არა მხოლოდ მოახერხეს პროვოკაციის აღკვეთა, არამედ დაიკავეს ბევრად მომგებიანი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. აზერბაიჯანმა დღესდღეობით შესამჩნევად გააუმჯობესა თავისი პოზიციები. ჩვენ მოვიპოვეთ დიდი სამხედრო გამარჯვება. მინდა მივულოცო ჩვენს სამხედროებს და ჩვენს ხალხს. ამიერიდან არცერთი პროვოკაცია არ დარჩება პასუხგაუცემელი“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

The post ,,პროვოკაციას ჩვენმა არმიამ სათანადოდ უპასუხა და მტერს მძიმე დარტყმები მიაყენა“ – ალიევი appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles