Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

ოთხი დაღუპული და ათეული მძიმედ დაჭრილი. ტერორისტების თავდასხვა თელ-ავივივის ცენტრში

$
0
0
An Israeli forensic policeman works at the scene of a shooting incident in Tel Aviv, Israel January 1, 2016. REUTERS/Baz Ratner

An Israeli forensic policeman works at the scene of a shooting incident in Tel Aviv, Israel January 1, 2016. REUTERS/Baz Ratner

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, 9მმ-იანი „კარლ-გუსტავის“ კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულმა, ებრაელ სასულიერო პირებად გადაცმულმა ორმა პალესტინელმა (როგორც თელ-ავივის პოლიცია ირწმუნება) ოთხშაბათს საღამოს, ცეცხლი გახსნა, ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის მიმდებარედ, სარონას სავაჭრო კვარტალში (Sarona Market). კვარტალი მოიცავს ტურისტების საყვარელ კაფე-რესტორნებს, სავაჭრო და გასართობ ობიექტებს.

თავდამსხმელების გახსნილ ცეცხლს შეეწირა ორი გამვლელი და მძიმედ დაიჭრა ათეულამდე ადამიანი. სამართლადამცველებმა ორივე თავდამსხმელის დაკავება მოახერხეს, ერთ-ერთი მათგანი დაკავებისას მძიმედ დაიჭრა. იგი ერთ-ერთ ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.

მოსკოვიდან ახლახანს დაბრუნებულმა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასწრაფოდ მოიწვია ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები და მოითხოვა, აღიკვეთოს ისრაელის ქალაქის ქუჩებში მსგავსი თავდასხმები.

ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა განცხადები: ისრაელი უკვე 8თვეა აქტიურად ებრძვის პალენსინელი ტერორისტების ამგვარ შემოტევებს. მათი განცხადებით, პალეტინელი ტერორისტების ქმედებებს ამ თვეების განმავლობაში შეეწირა ისრაელის 28, ხოლო ამერიკის 2 მოქალქის სიცოცხლე. საპასუხო ღონისძიებებისას ისრაელის ძალებმა გაანადგურეს 200 მეტი პალესტინელი.

1094

The post ოთხი დაღუპული და ათეული მძიმედ დაჭრილი. ტერორისტების თავდასხვა თელ-ავივივის ცენტრში appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles