სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე ტერორისტების თავდასხმას 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის (Bekir Bozdag) განცხადებით, თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთმა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა აეროპორტის დაცვის თანამშრომლებს. პირველი აფეთქება აეროპორტის შესასვლელში დამონტაჟებულ შემმოწმებელ მოწყობილობებთან მოხდა, რასაც სროლა და ხელყუმბარის აფეთქება მოჰყვა.
თურქეთი თავდასხმაში ქურთ მებრძოლებსა და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ადანაშაულებს.
The post თავდასხმა ათათურქის აეროპორტზე, დაღუპულია 10 მოქალაქე appeared first on InfoLab.