„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბავარიის (გერმანია) მატარებლის მგზავრებზე თავდასხმა, „ერთ ერთმა მათმა მებრძოლმა“ განახორციელა. თავდამსხმელის საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკისას, პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ თვითნაკეთი დროშა იპოვნა. გარდა ამისა თავდასხმის თვითმხილველთა ჩვენებებით, ნაჯახითა და დანით შეიარაღებული მამაკაცი, „ალაჰუ აქბარ“ (الله أكبر) შეძახილით გადავიდა შეტევაზე.
თავდამსხმელი, ავღანეთიდან ლტოლვილი 17 წლის მოზარდია. იგი გერმანიაში 2 წლის წინ ჩავიდა. თავდაპირველად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, 2 კვირის წინ კი, როგორც არასრულწლოვანი, მისი მეურვეობა გერმანელმა ოჯახმა იკისრა.
თავდასხმის შედეგად, ჰონკონგის ოთხი მოქალაქე მძიმედ დაიჭრა. თავდამსხმელი ლიკვიდირება პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა მოახდინა, რომელიც რაიონში სხვა ოპერაციისათვის იმყოფებოდა.
The post ბავარიის მატარებლის მგზავრებს, თავს „ისლამური სახელმწიფოს“ 17 წლის მებრძოლი დაესხა appeared first on InfoLab.