Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

კიევის ცენტრში ჟურნალისტი ააფეთქეს

$
0
0

ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი კიევის ცენტრში, ბოგდან ხმელნიცკისა და ივან ფრანკოს ქუჩების გადაკვეთაზე, ავტომობილში ააფეთქეს. ავტომობილი ეკუთვნოდა ინტერნეტ გამოცემა „Украинская правда“-ს ხელმძღვანელ ელენე პრიტულეს, იგი ავტომობილში არ იმყოფებოდა.

კიევი

უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების ცნობით, დანაღმული ავტომობილის აფეთქება დისტანციურად მოახდინეს. აფეთქება ადგილობრივი დროით, 07:45 მოხდა, ბომბის სიმძლავრე 600 გრამ ტროტილის ექვივალენტს შეადგენდა. გამოძიება წინასწარ განზრახული მკველობის მუხლით მიმდინარეობს. შერემეტის მეგობრებისა და კოლეგების ნაწილმა განაცხადა, რომ იგი ვიღაცისაგან თვალთვალს გრძნობდა.

_90455639_6c9e8a0-3

პაველ შერემეტი, გასული საუკუნის 90 წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ჟურნალისტი იყო. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ტელე-არხ ОРТ-ს (პირველი არხი) ჟურნალისტად. იყო წამყვანი პროგრამა „Время“ 2008 წლიდან, პაველმა დატოვა ტელევიზია, მუშაოვდა ჟურნალ „Огонек“-ის პოლიტიკისა და საზოგადეოების განყოფილების რედაქტორად.

შერემეტი

 

 2012 წლიდან, პაველი უკრაინაში გადაბარდგა და თანამშრომლობდა ინტერნეტ გამოცემა „Украинской правдой“. 2015 წლის სექტემბრიდან კი, მიყავდა საავტორო გადაცემა „Радио Вести“. დაღუპვის დღეს, 8:00 საათზე, პირდაპირი ეთერი ჰქონდა რადიოში, სამწუხაროდ გადაცემის წაყვანა სხვა ადამიანს მოუწია.
პაველ შერემეტს მის მშობლიურ ქალაქ მინსკში დაკრძალავენ.

 

 

The post კიევის ცენტრში ჟურნალისტი ააფეთქეს appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles