Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

მსოფლიო დიდი ომის საფრთხის წინაშე

$
0
0

საუდის არაბეთის კვალდაკვალ ბაჰრეინმა გამოთქვა სრული მზადყოფნა თავის მეზობელთან და მოკავშირესთან ერთად, შეიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები სირიაში სახმელეთო ოპერაციების დასაწყებად.

ამის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს სააგენტო ,,როიტერი“.

ინგლისში ბაჰრეინის ელჩის შეიხ ფაბაზა ბინ მუჰამედ ალჰალიფის სიტყვებით, ოპერაცია განხორციელდება საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ჩარჩოებში. მანვე დაადასტურა, რომ ბაჰრეინთან და საუდის არაბეთთან ერთად ოპერაციაში ჩართვას გეგმავს არაბეთის გაერთიანებული ემირატები.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაიწყოს სახმელეთო ოპერაციები სირიაში. ბაჰრეინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ სახმელეთო ოპერაციის სამიზნე იქნება არა მხოლოდ ისლამური სახელმწიფო, არამედ ასადის სისხლიანი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგაც თავიდანვე გამოდიოდა კოალიცია.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი სახმელეთო ძალებს გადაისვრის სირიაში და ამაში მას თურქეთი დაეხმარება, რომელიც თავის თავზე აიღებს ოპერაციის კოორდინაციას ერ-რიადთან ერთად.

სულ ცოტა ხნის წინ თურქეთმა და არაბეთმა შექმნეს სპეციალური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საომარი მოქმედებების კოორდინაციაზე.

სირიაში თურქეთის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა რუსეთის საგარეო უწყება. რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებებში არაერთხელ ყოფილა დაფიქსირებული, რომ სულ უფრო მეტი ნიშნები ჩნდება იმისა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები ემზადებიან სახმელეთო ოპერაციებისთვის. თუმცა თურქული მედია თურქეთის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ანკარის გეგმებში არ შედის სირიაში თურქული სახმელეთო სამხედრო ძალების შეჭრა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერ-რიადის განცხადებას პოზიტიურად შეხვდნენ. პენტაგონის ხელმძღვანელი ეშტონ კარტერი მიესალმა საუდისტების გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ საკითხი სახმელეთო ოპერაციების შესახებ იქნება განხილული მომავალ კვირას ბრიუსელში. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომდგენელი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ,,მთლიანობაში, კოალიცია მხარს უჭერს მისი წევრების ძალისხმევას, გაააქტიურონ ბრძოლა ისლამურ სახელმწიფოსთან“.

კრემლი, რომელიც თავგამოდებით იცავს ასადს, აცხადებს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას, თუმცა რაიმე სახის კონკრეტული შეფასებები ჯერ არ გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე კრაშენიკოვმა განაცხადა, რომ თუ საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და ემირატები შეიყვანენ ჯარებს სირიაში ასადის თანხმობის გარეშე, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ომის გამოცხადება.

The post მსოფლიო დიდი ომის საფრთხის წინაშე appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles