Quantcast
Channel: უცხოეთი – InfoLab
Viewing all articles
Browse latest Browse all 84

ერდოღანმა ომისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადება გააკეთა

$
0
0

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები მზად არიან სირიაში მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის. შესაბამისი განცხადება რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.

ერდოღანმა აგრეთვე წუხილით აღნიშნა, რომ 2003 წელს აშშ-ს ერაყში შეჭრის დროს თურქეთი მას უნდა შეერთებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ბლუმბერგი“ ავრცელებს.

,,ასეთ საკითხებს კი არ იხილავენ, არამედ საჭიროების შემთხვევაში აკეთებენ იმას, რაც აუცილებელია. ამ დროისთვის თურქეთის უსაფრთხოების ძალები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის“ – განაცხადა ერდოღანმა. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთმა არ უნდა გაიმეოროს 2003 წლის შეცდომა, როცა უარი უთხრა აშშ-ს სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ომში ჩაბმაზე. ,,ჩვენ არ გვსურს დავუშვათ იგივე შეცდომა, რაც ერაყში“ – დასძინა მან და შეახსენა დამსწრეებს, თუ როგორ უარყო თურქეთის პარლამენტმა 2003 წელს ამერიკის წინადადება.

ამ დროისთვის სირიაში ომისთვის მზადყოფნა ოფიციალურად დაადასტურა საუდის არაბეთმა, ემირატებმა და ბაჰრეინმა. თუმცა, კეთდება ხაზგასმა, რომ სახმელეთო ოპერაციები დაიწყება მხოლოდ აშშ-ს მხარდჭერის შემთხვევაში.

ერდოღანი აგრეთვე შეეხო რუსეთის განცხადებას იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომ ანკარა ემზადება სირიაში სამხედრო შეჭრისთვის. მისი სიტყვებით, სირიაში რუსეთის შეიჭრა და ის იქ უკვე აწარმოებს საომარ მოქმედებებს.

The post ერდოღანმა ომისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადება გააკეთა appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 84

Trending Articles